უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის შეძენის ნებართვა წარმოსადგენი დოკუმენტები
1) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი; 2) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; 4) იარაღის შეძენასთან დაკავშირებული უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობაის სათნადო წესით დამოწმებული თარგმანი ; 5) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 6) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნებართვის გაცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში: მოსაკრებელის განაკვეთებია: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი
* დაჩქარებული მომსახურება: 4 სამუშაო დღის განმავლობაში 40 ლარი, კოდი I 13. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს იმ ვადისა, რა ვადითაც უცხოელი იმყოფება საქართველოში.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის რეგისტრაცია შეძენის ნებართვისათვის დადგენილი დოკუმენტების გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები 1) ბინადრობის მოწმობა; 2) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯამრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ ნებართვის მაძიებელს: ა) საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოსაკრებელის განაკვეთებია: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი 4) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ: ა) იარაღის რეგისტრაციის საფასურის - (20 ლარი), რომელიც შეიტანება N025 ბანკის კოდზე ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -(15 ლარი) რომელიც შეიტანება N026 ბანკის კოდზე. გ) იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (10 ლარი), რომელიც შეიტანება N027 ბანკის კოდზე ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში
პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული მომსახურებისას პირი დამატებით იხდის: 5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 02 ბანკის კოდზე 1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 03 ბანკის კოდზე“.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სანადირო და სპორტული იარაღის შემოტანის ნებართვა წარმოსადგენი დოკუმენტები 1) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი; 2) საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა. 4) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოსაკრებელის განაკვეთებია: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი 5) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი: 1 ერთეულ იარაღზე 10 ლარი 1 ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) 0,1 ლარი ნებართვის გაცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში:
* დაჩქარებული მომსახურება: 4 სამუშაო დღის განმავლობაში 40 ლარი, კოდი I 13.
|