Print E-mail


სასროლეთი (სასროლო-სანადირო სტენდი), ტირი

ტირისა და სასროლეთის (სასროლო-სანადირო სტენდის) ნებართვის მისაღებად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა წარედგინოს:

იურიდიულმა პირმა:

1) განცხადება;

2) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურე­ბელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);

4) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

5) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუ­მენტი;

6) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ­რე­ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებში;   

ინდივიდუალურმა მეწარმემ:

1) განცხადება;

2) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადას­ტურებელი დოკუმენტი;

3) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

4) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადას­ტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნო­ბა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპან­სერებში აღრი­ცხვა­ზე არყოფნის შესახებ;

5) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალი­ფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);

6)  ადგილის სიტუაციური ნახაზი;

7) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო­კუ­მენტი;

8) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე­ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში. 

ნებართვის გაცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში:
სანებართვო მოსაკრებელი : 10 ლარი 


 
*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*