|
დაემატოს ქვეგანყოფილება „იარაღის სამართლებრივი მდგომარეობა“ შემდეგი ტექსტით „იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები; ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. გ) «ა»და «ბ» ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ. საფასური შეადგენს 15 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 051 კოდზე. სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა გარდა ძირითადი თანხისა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. არსებობს დაჩქარებული მომსახურეობის სამი სახე: 1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღის განმავლობაში – 15 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 28 კოდზე. 2. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში – 40 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 29 კოდზე. 3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში – 80 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I30 კოდზე. 3. ქვეგანყოფილება „სერვისის ტარიფებში“ დაემატოს „იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისგაცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში 15 ლარი 051 საბანკო კოდზე: სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი I28 საბანკო კოდზე; ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი I29 საბანკო კოდზე; სამი სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი I30 საბანკო კოდზე“
|