Print E-mail


ცნობა ნასამართლეობის შესახებ

ნასამართლეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ  დოკუმენტს, რომელშიც აისახება, ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლეობისა და ძებნის შესახებ.
 
ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე (მამის სახელის და იურიდიული მისამართის მითითებით);
ბ) პირის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის, ან დაბადების მოწმობის) ასლი ან/და რწმუნება;
გ) იმ პირის დემოგრაფიული (სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი) მონაცემები პირადობის მოწმობის (ან პასპორტის ან დაბადების მოწმობის) ასლი,  რომელზეც სურს მიიღოს ინფორმაცია ცნობის სახით და დამატებით განმცხადებლის პირადობის ასლი.
ნასამართლეობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ  უფასოდ და მოქმედებს მომდევნო თხუთმეტი დღის განმავლობაში.
ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში,  დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არსებობს დაჩქარებული მომსახურების სამი სახე:
1. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 2 სამუშაო დღის განმავლობაში – 20 ლარი, გადაიხდება;
 მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 22 კოდზე.
2. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში – 40 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 23 კოდზე.
3. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში – 80 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 24 კოდზე.

პირზე ნასამართლეობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მისმა მარწმუნებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა თუ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შეზღუდვა,  რომელიც კრძალავს ინფორმაციის გაცემას.

 
*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*