Print E-mail

პრაქტიკული გამოცდა

 
ელემენტი 1ელემენტი 4
ელემენტი 2ელემენტი 5
ელემენტი 3ელემენტი 6

მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება წარმოებს იმ კატეგორიის მექანიკურ გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც გავლილი აქვთ სწავლების სრული კურსი. ”A” კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა ტარდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე. ჯანმრთელობა შეზღუდულ პირთათვის  მართვის უფლების მისაღები  გამოცდა შეიძლება ჩატარდეს  მფლობელის ხელით სამართავი ავტომობილის გამოყენებით.
პრაქტიკული გამოცდა ტარდება  ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი  მყარსაფარიანი ტერიტორია.
  იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების  ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარ - ჩვევების შემოწმება და საგზაო მოძრაობის პირობებში მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასება.
  ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, გააჩნია    ელემენტები, რომლის ანიმაციური ანალოგებიც მოცემულია თავის დასაწყისში (იხილეთ ელემენტები).
 ”E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დახურულ მოედანზე მოწყობილია ”პლატფორმასთან პარალელური პარკირების” უბანი და ბოქსი ”უკუსვლით შესვლისათვის".
”A” კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს შემდეგი მანევრების შესრულება:
ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით;
ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად;  
 გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების ("საგაბარიტო წრე”, ,,ზიგზაგი”, ,,რვიანი”) შესრულება.
  გამოცდის ელემენტების შესრულებაზე კონტროლს გამომცდელი აწარმოებს ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს საგამოცდო ავტომობილში ან მის გარეთ (გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე).
პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია ხელმეორედ გამოცდაზე გასვლა 7 დღის შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მძღოლობის კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

 
*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*