უცხოურის შეცვლა Print E-mail

 უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლა

 

  უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობები შეიცვლება იდენტური მართვის უფლების კატეგორიის მძღოლის მოწმობებით.

 უცხო ქვეყნის მიერ გაცემული  ვადაგასული მძღოლის მოწმობები საგამოცდო სამსახურებში შეცვლას ან აღდგენას არ ექვემდებარება.

საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობი შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

       ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

       ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

       გ) მძღოლის მოწმობის დასტური;

შენიშვნა:    მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მოიცავდეს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას დადასტურებას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არ არსებობის ფაქტს.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაიას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოიკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

       ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

       ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფასური შეადგენს 15 ლარს, გადაიხდება მომსახურეობის სააგენტოს ანგარიშზე, 001 კოდზე.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობი შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

       ა) განცხადება;

       ბ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი ან ბინადრობის მოწმობა;

       გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

     ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

       ე) მძღოლის მოწმობის დასტური;

შენიშვნა: მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მოიცავდეს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას დადასტურებას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არ არსებობის ფაქტს.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაიას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოიკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

            ვ) საქართველოში  რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა: თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო ჩანაწერებში  პირის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის  მისამართი;

წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

       ზ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფასური შეადგენს 15 ლარს, გადაიხდება მომსახურეობის სააგენტოს ანგარიშზე, 001 კოდზე.

      უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობების შეცვლა არ განხორციელდება  თუ:

       ა) ამოწურულია შესაცვლელად წრმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

       ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანპორტო საშუალების მართვას;

       გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამისი კატეგორიას;

       დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

       ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში

 

საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ზემოთ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.

მძღოლობის კანდიდატებზე ახალი ან დაკარგული მძღოლის მოწმობის გაცემა წარმოებს საერთო წესების საფუძველზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც ასევე მინიებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება უკან ახალი საქართველოს ეროვნული მართვის მოწმობასთან ერთად.


   

 

 
*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*