|
დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს შესაბამის საგამოცდო განყოფილებაში წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება (განცხადება იბეჭდება ადგილზე); ბ) პირადობის მოწმობა; გ) მძღოლის ან/და ტრაქტორისტ - მემანქანის ბარათი (დასტური); დ) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; დ.ა) მართვის მოწმობის საფასური შეადგენს 10 ლარს, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 001 კოდზე; დ.ბ) ტრაქტორისტის მართვის მოწმობის - საფასური შეადგენს 10 ლარს გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 002 კოდზე.
ამასთანავე წარმოდგენილ უნდა იქნას მართვის მოწმობის დაკარგვასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე, 043 კოდზე, კანონმდებლობით დაწესებული საფასურის 20 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მოწმობის გაცემა ხდება 10 დღის ვადაში. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება დაკარგული მართვის მოწმობის იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მართვის მოწმობების გაცემის რეესტრით.
დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება თუ: ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი: ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება: გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება: დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში, მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს. ნაპოვნი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა.
|