|
მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს შესაბამის საგამოცდო განყოფილებაში წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება (განცხადება იბეჭდება ადგილზე); ბ) პირადობის მოწმობა; გ) მძღოლის ან და ტრაქტორისტის მართვის მოწმობა; დ) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; დ.ა) მართვის მოწმობის საფასური შეადგენს 15 ლარს გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 001 კოდზე; დ.ბ) ტრაქტორისტის მართვის მოწმობის - საფასური შეადგენს 15 ლარს გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 002 კოდზე. მძღოლის მოწმობის შეცვლა ხორციელდება იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრით. მძღოლის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორციელდება თუ: ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი; ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება; გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
|