|
ზღვრული ასაკი
1. “A” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან; 2. “B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან; 3. “C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან; 4. “D” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან; 5. “E” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან; 6. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ C” ან “BC” კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, “D” ან “E” კატეგორიის მისაღებად, გამოცდაზე დაიშვებიან, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, 19 წლის შესრულების შემდეგ; 7. "T1" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან; 8. "T2" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან; 9. "T3" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 20 წლის ასაკიდან; 10. "T4" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან; 11. "ხელით სამართავი ავტომობილის" კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ასაკიდან.
|