|
ადგილმდებარეობის შეცვლა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ა) განცხადება; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე); დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ე.ა) ქვეყნის შიგნით: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005. ე.ბ) ქვეყნის გარეთ გაყვანით: სატრანზიტო სანომრე ნიშნის საფასური 18 ლარი
|