|
პირველადი რეგისტრაცია
პირველადი რეგისტრაცია არის მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა). მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის დროს აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე); დ) განცხადება; ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები: ე.ა) სანომრე ნიშნის საფასური 35 ლარი - კოდი 006; ე.ბ)ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი – კოდი 005; ვ) შიდა ტრანზიტი. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა 1 დღის განმავლობაში.
|