Print E-mail


საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი


მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა წარმოებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით.

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება  დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს:
      ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება );
        ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);
        გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
       დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);
      ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);
        ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა-ანგარიში);
       ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება):
      თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);
    ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო  (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება “მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ”);
       კ) უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი:
        ლ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა ორგანომ ან უფლებამოსილმა ორგანომ (წერილობითი მომართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ ფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნების თობაზე);
       მ) სააგენტოს დირექტორმა (ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე).

 

 
*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*შსს მომსახურების სააგენტო*LEPL SERVICE AGENSY OF MIA OF GEORGIA*2009*