საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით და მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში სამი წლის ვადით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება (განცხადება იბეჭდება ადგილზე): ბ) ეროვნული ნიმუშის მძღოლის მოწმობა: გ) პასპორტი: დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეზღუდული ვადით ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ამავე ვადით. დაკარგული საერთაშორისო მართვის მოწმობის აღდგენა არ ხორციელდება. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგულის შემთხვევაში მისი აღდგენა დაუშვებელია.
|