 | 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). |
 | 7.1.2 „მანძილი ობიექტამდე“ მიუთითებს მანძილს 2.4 „დაუთმე გზა“ ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“. . |
 | 7.1.3 „მანძილი ობიექტამდე“ მიუთითებს მანძილს გზიდან მარჯვენა მხარეს მდებარე ობიექტამდე. |
 | 7.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ მიუთითებს მანძილს გზიდან მარცხენა მხარეს მდებარე ობიექტამდე. |
 | 7.2.1 „მოქმედების ზონა“ მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას.
|
 | 7.2.2 „მოქმედების ზონა“ 7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას.
|
 | 7.2.3 „მოქმედების ზონა“ 7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს. . |
 | 7.2.4 „მოქმედების ზონა“ 7.2.2 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27- 3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. |
 | 7.2.5 „მოქმედების ზონა“ 7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ .
|
 | 7.2.6 „მოქმედების ზონა“ მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. |
 | 7.3.1 „მოქმედების მიმართულება“ მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ. |
 | 7.3.2 „მოქმედების მიმართულება“ მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარცხნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ. |
 | 7.3.3 „მოქმედების მიმართულება“ მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ. .
|
 | 7.4.1 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება. |
 | 7.4.2 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე და ტრაქტორებზე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახორციელებენ ბუქსირებას. |
 | 7.4.3 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილებზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონაზე ნაკლებია. |
 | 7.4.4 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ავტობუსებზე, აგრეთვე იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც მოწყობილია მგზავრთა გადასაყვანად. |
 | 7.4.5 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის ტრაქტორებზე და თვითმავალ მანქანებზე.
|
 | 7.4.6 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მოტოციკლებზე და ოთხთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა წონა დაუტვირთავად არ აღემატება 400 კილოგრამს. |
 | 7.4.7 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ველოსიპედებზე. |
 | 7.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე.
|
 | 7.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“ მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში. |
 | 7.5.2 „სამუშაო დღეები“ მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს კვირის სამუშაო დღეებში. |
 | 7.5.3 „კვირის დღეები“ მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებს, რომელთა განმავლობაში მოქმედებს ნიშანი. |
 | 7.5.4 „მოქმედების დრო“ მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი. |
 | 7.5.5 „მოქმედების დრო“ .5.4, 7.5.6 და 7.5.7 დაფები მიუთითებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი. |
 | 7.5.6 „მოქმედების დრო“ მიუთითებს კვირის სამუშაო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი. |
 | 7.5.7 „მოქმედების დრო“ მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
|
 | 7.6.1 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ. |
 | 7.6.2 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.6.3 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.6.4 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
|
 | 7.6.5 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.6.6 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.6.7 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.6.8 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
|
 | 7.6.9 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე. |
 | 7.7 „დგომა გამორთული ძრავით“ მიუთითებს, რომ 5.15 „დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით. |
 | 7.8 „ფასიანი მომსახურება” მიუთითებს, რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. |
 | 7.9 „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა” მიუთითებს 5.15 “დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე. |
 | 7.10 „ავტომობილის დათვალიერების ადგილი” დაფა მიუთითებს, რომ 5.15 ან 6.11 ნიშნებით მითითებულ მოედნებზე მოწყობილია ესტაკადა ან დასათვალიერებელი ორმო.
|
 | 7.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს. |
 |
7.12 „სახიფათო გზისპირი” მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, და გამოიყენება 1.23 „საგზაო სამუშაოები“ ნიშანთან ერთად. |
 | 7.13. „მთავარი გზის მიმართულება” მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე და გამოიყენება გზაჯვარედინის წინ დადგმული 2.1 „მთავარი გზა“, 2.4 „დაუთმე გზა“, და 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებთან ერთად.
|
 | 7.14 „მოძრაობის ზოლი” გამოიყენება ამკრძალავ და მიმთითებელ ნიშნებთან ერთად და მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. |
 | 7.15 „უსინათლო ქვეითი” 7.15 მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელ 1.20, 5.16.1, ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად. |
 | 7.16 „სველი საფარი” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.
|
 | 7.17 „ინვალიდი” მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”. |
 | 7.18 „გარდა ინვალიდისა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”.
|
 | 7.19 „საშიში ტვირთის კლასი” მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის (კლასების) ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, რომელთა გადამტან სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება ნიშნის მოქმედება. |